ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ღამით 7 პაციენტი შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის არცერთი მათგანი კლინიკაში აღარ იმყოფება.
2 პაციენტს ზედაპირულ ჭრილობებზე თხემზე ჭრილობა დაუმუშავდა და გაუკერეს, მათგან ერთი სამართალდამცველი იყო თავის არეში დაზიანებით.
ექიმების განმარტებით, პაციენტებს შესთავაზეს კლინიკაში დარჩენა, თუმცა ყველა მათგანი საკუთარი ინიციატივით გაეწერა.