„ევროპული საქართველო“ არავის მოუწოდებს, აქციაზე დარჩეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ „კომენდანტის საათის“ პირობებში, პარტია არავის სთხოვს, რომ აქციაზე დარჩეს და თავი საფრთხეში ჩაიგდოს.  

“ნოემბრის თვეში, ეპიდემიის პიკზე, როდესაც ადამიანებს ცივი წყლის ჭავლს უშვებ და მერე ეუბნები, რომ შენი დაცვა მინდა “კოვიდისგან” და ამიტომ 22:00 საათის შემდეგ გარეთ არ იყო, ეს ფარისევლობაა და “ევროპული საქართველოს” ამის შესახებ აუცილებლად იტყვის თავის განწყობებს. სხვა მხრივ, ჩვენ ვერავის დავაძალებთ ან წასვლას ან დარჩენას, ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც აქციის მონაწილეებმა უნდა მიიღონ” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები, ამ წუთებში, პარლამენტის წი იკრიბებიან და აქციისთვის ემზადებიან.

მსგავსი თემები