საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 24 გარდაცვლილიდან 13 თბილისში მკურნალობდა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა“,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი თემები