შეშის მომარაგება პარლამენტთან და დაპირისპირება

  •  

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებმა, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრებმა შეშის შეტანა დაიწყეს, რისი უფლებას მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.  აღნიშნულთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

მიუხედევად იმისა, რომ ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვები უკვე ამოქმედდა, აქციის მონაწილეები ისევ ქუჩაში რჩებიან და შინ წასვლას არ აპირებენ.

„სირცხვილიას“ აქტივისტებმა შეშა პლასტიკატში შეფუთეს და სწორედ ასე აპირებდნენ მის პარლამენტის წინ შეტანას, რისი შესაძლებლობაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. შეშით „შეიარაღებული“ აქტივისტები კი სამართალდამცველებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათი რეგულაციები სისულელეა.     

ადგილზე მივიდა პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელმაც განმარტა, რომ შეშა აალებადია და არსებობს გამოცდილება, როდესაც აქციის მონაწილეები შეშას სამართალდამცველებს ესროდნენ და მათ წინააღმდეგ იყენებდნენ.

ამ ეტაპისთვის, დაკავებულია 3 აქტივისტი.

მსგავსი თემები