“ამ პირობებში, უკიდურესად სახიფათოა ასეთი თავშეყრის გაგრძელება” – თამარ გაბუნია

  •  

“ამ პირობებში უკიდურესად სახიფათოა ასეთი თავშეყრის გაგრძელება, რადგან ეს კვებავს ეპიდემიის მიმდინარეობას და ზრდის მატების სტიმულირებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე საუბრისას განაცხადა.

„თავშეყრები დაიწყო ცოტა ადრე, ეს არ ხდება მხოლოდ გუშინ და დღეს, ვფიქრობ კორონავირუსის შემთხვევების ამგვარი მატება უკავშირდება ქუჩის აქციებს, რადგან იქ წესი დაცული არ არის და არის აქტიური ხალხმრავლობა. ამან კიდევ ერთხელ მისცა ბიძგი იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. ამ პირობებში უკიდურესად სახიფათოა ასეთი თავშეყრის გაგრძელება, რადგან ეს კვებას ეპიდემიის მიმდინარეობს და ზრდის მატების სტიმულირებას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის რუსთაველის გამზირზე დღესაც მიმდინარეობს.

მსგავსი თემები