„მრცხვენია იმის, რაც დღეს ხდება საქართველოში“ – ბელა ბერკემერ-მახარძის ემოციური განცხადება

გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ხელოვანი, მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ემოციურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მას რისხვის ეშინია.

„ვადევნებ რა თვალყურს არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, სიმართლე გითხრათ, მრცხვენია. მრცხვენია არ იმის, რომ  მე გახლავთ ქართველი, პირიქით, მე ამით ვამაყობ, მრცხვენია იმის, რაც დღეს ხდება საქართველოში. ერთი ხმის გამო ნუ დავთხრით თვალებს ერთმანეთს, ნუ ვესვრით ქვას ერთმანეთს და ნუ ჩავქოლავთ.

აქვე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს ძვირფას მუსიკოს-შემსრულებლებს. ავიღოთ თუნდაც ჩვენი ბუმბერაზი ბუბა. როგორ შეიძლება ის ტალახში ამოსვარო, ამ კაცმა ეპოქა შექმნა. როგორ შეიძლება ამ საყვარელ და ბუმბერაზ ადამიანს ხაზი გადაუსვა იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვს ან, თუნდაც იმის გამო, რომ სცენაზე შეასრულა რუსულად. ძვირფასებო, ეს არ გახლავთ სიყვარული. მე სწორედ ამიტომ გახლავართ აპოლიტიკური რომ მეშინია თქვენი რისხვის.

თქვენ არავის პატიობთ არაფერს. მე ხომ ჩემი საქართველოს სახელი მუდმივად საზღვარგარეთ გამაქვს. ის ადამიანები, როგორების არიან ბუბა, მერაბი, ანიტა, პაატა ბურჭულაძე, როგორ შეგიძლიათ, ლანძღოთ ხალხო. ასეთმა ადამიანებმა ეპოქა შექმნეს და წიგნი დაწერეს საშვილიშვილოდ. როგორ შეგიძლიათ, რომ მათი განსხვავებული აზრის გამო,  ხაზი გადაუსვათ და ნაგავში მოისროლოთ. ძალიან მტკივა, რომ ასე ადვილად შეგვიძლია გადავთელოთ ერთმანეთი…  ვისწავლოთ საკუთარი თავის დაფასება და ასევე სხვისი აზრის პატივისცემა,“ – აცხადებს ბელა ბერკემერ-მახარაძე.  

მსგავსი თემები