“რაფაჰზე თავდასხმის შეჩერება აშშ-ს შეუძლია “- პალესტინის პრეზიდენტი

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე თავდასხმას მომდევნო დღეებში ელოდება. მისივე განმარტებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, ეს თავდასხმა შეაჩეროს.

„მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სთხოვოს ისრაელს, არ განახორციელოს რაფაჰში შეტევა. ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ისრაელს ხელი შეუშალოს ამ დანაშაულის ჩადენაში. ეს არის ის, რაც უახლოს დღეებში მოხდება ისრაელის მხრიდან რაფაჰზე თავდასხმით, რადგან იქ ღაზაში ცხოვრები ყველა პალესტინელია თავმოყრილი“, – აღნიშნა აბასმა.

მსგავსი თემები