“არ შევალთ იქ, სადაც არაფერია საერთო პოლიტიკასთან” – “ნაცმოძრაობის” გადაწყვეტილება

  •  

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულ ოპოზიციას გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, მსგავსად სხვა ოპოზიცირი პოლიტიკური პარტიებისა, რომ არ შევალთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. იქ არავის არაფერი გვესაქმება. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში. „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაცაა დღეს საზოგადოებაში, ყური ვუგდეთ საზოგადოებას და არ შევდივართ, არ ვიღებთ ივანიშვილის თამაშის წესებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები