ირმა ინაშვილი მხარდამჭერებს აქციაზე იწვევს

“პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს,  მხარდამჭერებს 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეკრიბონ. როგორც ინაშვილი აცხადებს, პარლამენტში არ შედიან და აქციებს იწყებენ.

“7 ნოემბერს, საღამოს 5:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ველოდებით ყველა ჩვენს მხარდამჭერს და ჩვენს ამომრჩევლებს! ვხსნით საპროტესტო აქციებს და ეს აქციები არ დასრულდება მანამდე, სანამ ხელისუფლება არ დანიშნავს განმეორებით არჩევნებს. ვმოქმედებთ დამოუკიდებლად!!! იმედია, ყველას ესმის, რასაც ვგულისხმობ!“, – წერს ინაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.

მსგავსი თემები