“კოვიდის ეფექტიანად მართვის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადდა” – განათლების სამინისტრო

“კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია” – განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი COVID-19 ჰიბრიდული ფორმით -როგორც ონლაინ, ასევე არადისტანციურად.

გადამზადების პროგრამის მთავარ მიზანს სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნა წარმოადგენს. გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ.

სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება.

მსგავსი თემები