ვირუსგადატანილი ადამიანი შესაძლოა, ხელმეორედ დაინფიცირდეს

იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრის,  პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსის ერთხელ გადატანა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ხელახლა არ დაინფიცირდება. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ჯოგური იმუნიტეტი არაფრის მომცემია.   

„არავინ იფიქროს, რომ „ჯოგური იმუნიტეტი“ შედეგს მოგვცემს. არავითარ შედეგს არ მოგვცემს ეს იმუნიტეტი, კაცმა არ იცის, ეს იმუნიტეტი რამდენ ხანს მიჰყვება ადამიანს – 4 თვე, თუ 5 წელი. ამიტომ, ვირუს გადატანილ ადამიანს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ მან კორონავირუსი დაამარცხა. შეიძლ,ება ისიც დაინფიცირდეს ხელმეორედ. სამწუხაროდ, ვართ პანდემიის პირობებში და უნდა დავიცვათ წესები. თუ არ დავიცავთ, მივიღებთ უფრო რთულ შედეგებს“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მდიაცენტრ მთავარში“.

მასალის გამოყენების  შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის გამოყენება.     

მსგავსი თემები