მიხეილ ქუმსიშვილი დააკავეს

 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი საოლქო კომისიის სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც აქტივისტები აცხადებენ პარტიის ერთე-ერთი ლიდერი მიხეილ ქუმსიშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს.

დაკავების ოფიციალურ მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.

მანამდე მიხელ ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საბურთალოს საოლქო კომისია მათ წარმომადგენელს არ აძლევს საშუალებას, რომ დაწერილი საჩივრების განხილვას დაესწროს. 

„აქ მიმდინარეობს საოლქო კომისიის სხდომა. საბურთალოს საოლქო კომისია ჩვენს წარმომადგენელს არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრების განხილვას დაესწროს. კარები აქვთ ჩაკეტილი, საოლქოს თავმჯდომარე ტელეფონს არ პასუხობს“, – აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილი.

მსგავსი თემები