“დიდი სიამოვნებით დაველოდები, რა სანქციებს დამადებენ”- მდინარაძე

„მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიცირებისა და მხარდაჭერისათვის, რომ დაასანქცირებენ ადამიანს “, – განაცხადა უმრაველესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძე ამბობს, რომ სიამოვნებით დაელოდება თუ რა სანქციას დააკისრებენ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული “უცხოური აგენტების კანონპროექტი” კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან მოუწოდონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

დღეს “ქართული ოცნების” ოფისში 29 აპრილის შეკრებასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

მსგავსი თემები