უმრავლესობას აქციაზე ძალით წაყვანილები არ სჭირდება

„ჩვენ ვუზრუნველყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს, რომ ორგანიზება და მგზავრობა ვუზრუნველვყოთ მთლიანად, მაგრამ ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ უნდოდა და „უთხრეს არა, შენ უნდა წამოხვიდე“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, ვისაც აქციაზე წასვლა არ უნდა, არ უნდა წავიდეს, არც მისი დარწმუნებაა საჭირო.

„გარანტირებულად გეუბნებით,  თათბირზე ვამბობდი, რომ არცერთი ადამიანი არც კი დაარწმუნოთ, რომ წამოვიდნენ, თუ ადამიანებს წამოსვლა არ უნდათ. თუ საჯარო მოხელე იქნება, თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს, რომ იქ არ უნდა იყოს და დასწრება არ უნდა, არცერთ ადამიანს არა თუ პრობლემა შეექმნება, კითხვასაც კი არ დაუსვამენ, რატომ არ მოდის შეკრებაზე, თუ ვინმეს არ უნდა, ხვალ იმ შეკრებაზე კატეგორიულად ვამბობ, რომ არ უნდა იყოს. განსაკუთრებით, საჯარო მოხელეებს. თუკი ვინმე იტყვის, რომ „მე ძალით წამომიყვანეს“, წინასწარ გეუბნებით, რომ ეს დადგმული პროვოკაცია იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ტელევიზიების. ასევე, მდიდარი „ენჯეოების“, რომლებიც ამაში შეიძლება ფულსაც იხდიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები