საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, –  წერს გიორგი გახარია.

მსგავსი თემები