„ორ სამ კვირაში პიკში შევალთ, ეს პიკია თუ პლატო ექიმების გადასაწყვეტი არ არის“ – იმუნიზაციის ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„უნდა მოხდეს პაციენტების დიფერენცირება, ექიმმა უნდა მოახდინოს დროული რეფერალი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა.

სპეციალისტი აცხადებს, რომ ქვეყანას პანდემიის პიკი 2 -3 კვირაში ელოდება. მისვე განმარტებით უნდა გაიმიჯნოს სახლში და სტაციონარში სამკურნალო პაციენტები:

„ორ-სამ კვირაში პიკში შევალთ. ეს პიკია თუ პლატო, ექიმების გადასაწყვეტი არ არის. 7 თვის ბავშვთან მქონდა შემთხვევა, მას ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, მინდოდა პაციენტის ჰოსპიტალიზირება და ვერ მოვახერხე, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ეს პაციენტი ახლა ითვლება უკვე ინფიცირებულად” – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ ერთ ოჯახის ექიმს შეუძლია, 18 – მდე პაციენტის მართვა დისტანციური კონსულტაციის რეჟიმში:

„ახლა მაქვს 15 – დან 18 -მდე  მდე აქტიური ქეისი, ყველაზე მცირე არის 7 თვის და გრძელდება 18 წლამდე, მე შემიძლია  ვთქვა, რომ ერთი ექიმი მოახერხებს 18 პაციენტის მართვას, „ – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები