“რიგგარეშე არჩევნები, – ან იქნება ეს, ან ეს ჯამახერია მაინც ჩამოიქცევა” – გიგი უგულავა

  •  

“ევროპული საქართველო” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. გადაწყვეტილება გუნდის ლიდერებმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს. 

საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ პარტია არ ენდობა ცესკოს მონაცემებს. დაანონსდა ბრძოლა საპროტესტო აქციებით.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ “ევროპული საქართველო” ბოიკოტს აცხადებს, რადგან პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

“პირველი რასაც ვითხოვთ, არის რიგგარეშე არჩევნები, ან იქნება ეს, ან – ეს ჯამახერია მაინც ჩამოიქცევა,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარტიას აქვს ნებისყოფა, მორალურად გატეხოს ივანიშვილი და მისი გარემოცვა.

“ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ეს კაცი და მისი გარემოცვა, რომელმაც საქართველოს თავს მოახვია ჩვენი ქვეყნისთვის საშიში ტენდენცია, სრული მონოპოლიზაცია ძალაუფლების. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის კატასტროფა,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები