კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მისი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. 

“კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა Covid-19 , ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას,” – აღნიშნულია “ფეისბუქზე”.

მსგავსი თემები