“ლელო” პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობს და აქციებს უერთდება

“ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად”, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგები ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

„ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არის გაყალბებული, არა ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, დღეს იმსჯელა „ლელოს“ პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ლელო“ არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, რადგან არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები