„25 ლარიანი ვაქცინა 160 ლარი არ უნდა ღირდეს, ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა“ – თემურ მიქელაძე

„გრიპის აცრაში 160 ლარს ბევრი პაციენტი ვერ გადაიხდის. ეს არის არაკეთილსინდისიერი მიდგომა და არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა,  პედიატრიული განყოფილების უფროსმა  თემურ მიქელაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტია.

„მძიმე გართულება ახასიათებს გრიპს როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებსა და ასაკოვნებში. სახელმწიფომ წელს გრიპის ვაქცინების ყველზე მეტი დოზა შემიტანა. განსაკუთრებით კი რისკ-ჯგუფს პაციენტებისთვის. არც ერთი რისჯ-ჯგფებში მყოფი პაციენტი აუცრელი არ დარჩება. იყო 3 კომპონენტიანი ვაქცინა და ახლა შემოვიდა 4 კომპონენტიანი ვაქცინა. გეთანხმებით, რომ ვაქცინა ხელმიუწვდომელია, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოში არ არის. ხელმიუწვდომელია მთელ მსოფლიოში. წელს, გრიპის ვაქცინის დეფიციტი მთელ მსოფლიოში შეიქმნა“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

რაც შეეხება ვაქცინის ფასებს, რომელიც 100-160 ლარი ღირს, როგორც პედიატრმა „მედიცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა.     

„რაც შეეხება ფასებს,  საკმაოდ ძვირი ღირს ეს ვაქცინა. 160 ლარი არის კატასტროფული ფასი. 25 ლარიანი ვაქცინა 160 ლარი არ უნდა ღირდეს. ეს არის არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტი და არაკეთილსინდისიერი ბიზნესი. სახელმწიფო ფასებში ვერ ჩაერევა, როცა კომერციული გზით შემოაქვს ბიზნესს. 160 ლარს ვერ გადაიხდის ბევრი პაციენტი. ეს არის არაკეთილსინდისიერი მიდგომა და არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. ვფქრობ, ვაქცინაცია გარკვეული გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდე და სახელმწიფო ამ კუთხით უნდა ჩაერიოს. აქედან ვიღაცამ ხელი არ უნდა მოითბოს“ – განაცხადა მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მასალის გამოყენების  შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის გამოყენება.     

მსგავსი თემები