“იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს, ისე შემდგომ საპარლამენტო ცხოვრებას” – გიორგი კახიანი

  •  

“მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ეს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს, ეს არის ერთადერთი კონსტიტუციური, კანონისმიერი გზა,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როცა საუბარია დარღვევებზე, ეს უნდა აისახებოდეს საჩივრებშიც, თუმცა, მთლიანობაში დაახლოებით 450 საჩივარია დაწერილი.

„სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად სცნო არჩევნების პირველი ტური, ამ ფონზე მათი პოზიცია აბსურდული ჩანს. იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს და შემდგომ უკვე საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღებენ მონაწილეობას. თუ თეორიულად ვიმსჯელებთ, რა მოხდება სამართლებრივად იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, მოხდება ის, რომ არჩევნები შედგება, ჩატარდება მეორე ტურიც და პარლამენტის ფუნქციონირებასაც თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ოპოზიცია მის ბლოკირებას მოახდენს, ვერანაირად ხელი ვერ შეეშლება. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მე ვფიქრობ, ხელის გადაწევის პრინციპით არ უნდა ვიმოქმედოთ, აქ მთავარია ის, რომ ოპოზიცია გონს მოეგოს. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. როცა საუბრობენ, რომ რაღაც დარღვევებს ჰქონდა ადგილი, საჩივრებში ხომ უნდა აისახებოდეს, რამდენადაც ინფორმირებული ვარ, დაახლოებით, 450 საჩივარია. თუმცა, ამას აქვს თავისი განხილვის ვადა, ჩავთვალოთ, რომ პროპორციული არჩევნები არის უკვე შემდგარი და იმავდროულად ლეგიტიმურად ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ,“- განაცხადა კახიანმა.

მსგავსი თემები