საოლქო საარჩევნო კომისიაში 700-მდე საჩივარია შესული

  •  

ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაახლოებით 700 საჩივარია შემოსული.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია თვალი ადევნოს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდს, სადაც ატვირთულია საჩივრები.

„მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაახლოებით 700 საჩივარია შემო ნებისმიერ მსურველს შეუძლია თვალი ადევნოს ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს, სადაც ატვირთულია საჩივრები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზოგიერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში ვადებიდან გამომდინარე საჩივრების განხილვის პროცესი. გარდა ამისა, იმ საჩივრებთან დაკავშირებით, როდესაც შედგა საუბნო შემაჯამებელი ოქმი 1-ელ ნოემბერს, არის კიდევ ვადები, რომ იყოს საოლქო საარჩევო კომისიაში შეტანილი საჩივრები. საჩივრებს განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისია, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც შესაძლებელია გასაჩივრდეს სააპელაციოში, ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო და ის გასაჩივრება აღარ ექვემდებარება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ

მსგავსი თემები