ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა, ამის შესახებ მან “ფეისბუქზე” დაწერა. 

“კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, გადავედი თვითიზოლაციაში”, – წერს მეზვრიშვილი. 

ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში უკვე გადავიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. 

მსგავსი თემები