“ყველას მოვუწოდებთ, რომ შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას”- მდინარაძე

“ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება, სადაც ჩემი აზრით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია  მამული, ენა, სარწმუნოება, შეუერთდეს 29 აპილის შეკრებას.

„ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, თავისი ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ. ყველამ ერთად ვუთხრათ ყველას ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება მართლაც უმნიშვნელოვანესია და რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა ეროვნულ, ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ყველას მოვუწოდებთ, რომ შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები