„კლინიკები საქართველოში ამჯერად გადატვირთულია, სისტემა მძიმე პაციენტების მატებას ვერ აიტანს“ – თემურ მიქელაძე “მდიაცენტრ მთავარში“

„ბოლო პერიოდში სამედიცინო პერსონალიც ინფიცირდება, არ გვყავს ამდენი სამედიცინო პერსონალი, არ გვყავს დამხმარე სამედიცინო პერსონალი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ , იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა.

მიქალაძის თქმით ერთ ექთანს, რამდენიმე კლინიკაში უწევს დღის განმავლობაში მისვლა, როგორც სპეციალისტი ამბობს, ინფიცირებულთა მატებას სისტემა ვერ გაუძლებს:

„კლინიკები საქართველოში ამჯერად გადატვირთულია, სისტემა მძიმე პაციენტების მატებას ვერ აიტანს, ერთიდაიგივე ექთანი რამოდენიმე კლინიკაში მიდის, მაქსიმალურად უნდ გავუფრთხილდეთ პერსონალს, თუ იქნება ასეთი მატება და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რაც ახლა გვაქვს აიტანს ჩვენი სამედიცინო რესურსი, თუმცა დაგვაკლდება მედპერსონალი, გარდა კორონავირუსული ინფექციისა გყავს სხვა პაციენტებიც,“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები