“ლაშა ჟვანიას ისრაელში საქართველოს ელჩის პოზიცია არ დაუტოვებია” – სალომე ზურაბიშვილი

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ლაშა ჟვანიას ელჩობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს.

„ინფორმაცია თავად ლაშა ჟვანიასთან გადავამოწმეთ და მას ისრაელში საქართველოს ელჩის პოზიცია არ დაუტოვებია და არც მისი ამ თანამდებობიდან გადადგომა არ განიხილება“, – წერს ზურაბიშვილი.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა ჟვანიამ ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა.

მსგავსი თემები