“საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს”- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარეძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. მდინარაძის განმარტებით, თუ საქართველო არის აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები.

„დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. თქვენ რასაც მუშაობას ეძახით, ამ ხვეწნას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენც მოვუწოდებთ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. უნდა გაიხსნას ვიზა, გადაადგილება უნდა იყოს თავისუფალი – პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება. ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც არ არის დღეს, უნდა გაიხსნას და თუ ვართ მეგობრები, მეგობრობა მხოლოდ სიტყვით – არა. უნდა გაიზარდოს ინვესტიციები, თუ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები უნდა გვქონდეს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები