„თუ ჩემი ჩამოსვლაა საჭირო, პირველივე თვითმფრინავს მოვახტები” – მიხეილ სააკაშვილი

  •  

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს დროულად მიიღონ გადაწყვეტილება რას და როგორ აკეთებენ. მისივე განცხადებით, თუ პარტიებს მისი საქართველოში ყოფნა სჭირდება, სხვადასხვა საშუალებებს გამოიყენებს და ჩამოვა.

„ჩემი აზრით, ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა მოილაპარაკონ და გადაწყვიტონ რა სტრატეგიას აირჩევენ . თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ჩემი ჩამოსვლა არის საჭირო, მე პირველივე თვითმფრინავს მოვახტები სხვა საშუალებაც იქნება გადაადგილების, თუ ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ ამას. მე ვარ მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი მათგანი. თუ ოპოზიციური პარტიები შეკრებაზე ჩამოყალიბდებიან, რომ ჩემი ჩამოსვლა მათთვის იქნება სასარგებლო, ერთი წამით არ ვიყოყმანებ“ – აცხადებს სააკაშვილი.  

მსგავსი თემები