“საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დრომდე 450 საჩივარია შესული” – ცესკოს პრესსპიკერი

  •  

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღეს დაწერილ საჩივრებზე ისაუბრეს. კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შესული. 

“მოცემული დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში არის შესული 450 საჩივარი. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა ასევე დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე, ხოლო ხმების დათვლასთან დაკავშირებული საჩივრები, კანონმდებლობის თანახმად, პირდაპირ შევიდა და დაიწერა საოლქო საარჩევნო კომისიებში.

საჩივრების უმეტესი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და ძირითადი მოთხოვნა 280 შემთხვევაში არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებში არის შესული სხვა მოთხოვნების შემცველი საჩივრებიც,” – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მსგავსი თემები