აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ დაიძრნენ

„ქართულმა ოცნებამ უნდა დაასრულოს მმართველობა”, – ამ შეძახილებით რუსთაველზე შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ, „სოლოლაკისკენ“ დაიძრნენ, შეძახილებით: „წადი,“ „წადი.“

მოწოდება მსვლელობის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა გიორგი კაპანაძემ გააკეთა.

აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის რეზიდენციისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს, სადაც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ

მსგავსი თემები