ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციასთან ხმაურია

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციასთან შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და  მხარდამჭერებმა ადგილზე მობილიზებული პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუცა, ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე, ვითარება ისევ დაძაბულია, ტერიტორიაზე გამაგრებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს რეზიდენციასთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევს. „წადი“, „წადი“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები და პერიოდულად აჟღერებენ მთავარ მოთხოვნას – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა,

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის პარალელურად, აქცია გრძელდება პარლამენტის შენობის წინ.  

მსგავსი თემები