პარლამენტთან, ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქციას მართავს

  •  

პარლამენტის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში აქციას მართავენ. ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნაა, ხელახალი არჩევნები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ყველა ოქმი ბათილად უნდა იყოს ცნობილი:

“ჩვენ ვხედავთ, რო ცესკო არ აქვეყნებს ოქმებს. აქვეყნებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით და ელოდება ზოგადად სურათს. აბსოლიტურად დაუშვებელია შეგუება იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილი გვიუქმებს არჩევნების ინსტიტუტს,”- აცხადებს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარია.

“შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ამის შესახებ დღეს უკვე ოპოზიციონერმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, ოპოზიცია იქნება ერთიანი და “ქართული ოცნება” ვერ მოაგროვებს 100 მანდატს, რომელიც აუცილებელია საპარლამენტო მუშაობის დაწყებისთვის,”- აცხადებს “ერთიანი საქართველოს” წევრი აზნორ ბიწაძე.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა:

„დედას ვუტირებთ ამათ, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

ჩვენ აქ მივიღებთ პატაკს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მიდის და ძალაუფლება ქართველ ხალხზე, მთავარია არ დავიღალოთ, არ გავჩერდეთ, „ – ამ მოწოდებით „ლეიბოლისტური პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა შეკრებილებს მიმართა.

მსგავსი თემები