აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც ცნობილია, მინისტრი მკურნალობას პროტოკოლის დაცვით სახლში აგრძელებს.

რაც შეეხება კონტაქტებს, ისინი თვითიზოლაციაში არიან და თავს კარგად გრძნობენ. უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მსგავსი თემები