„ლელო“ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

  •  

„ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ“, – ამის შესახებ „ლელო – საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას, ვერ იქნება ლეგიტიმური.

ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან.

“ლელო” არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და “ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას“, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები