შესაძლოა, ნიკანორ მელია დააკავონ, მან სამაჯური საჯაროდ მოიხსნა და გადააგდო

  •  

ნიკა მელიამ, პროტესტის ნიშნად  სამაჯური მოიხსნა, რომელიც მას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა გაუკეთეს და განაცხადა რომ ის მზადაა, ციხეში წავიდეს.

სამაჯური მან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, საჯაროდ მოიხსნა.

„არ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. მე ამ სამაჯურს არ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე არ შევიბამ, გამორიცხულია, გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, ვიჯდები ციხეში უახლოეს დღეებში, მაგრამ  ერი გაიმარჯვებს და ვიქნებით გამარჯვებულები. ნახვადმის სამაჯურო“ – განაცხადა მელიამ საჯაროდ და სამაჯური გადააგდო“.  

ამ ფაქტიდან გაომდინარე, ნიკანორ მელია, შესაძლოა საპროტესტო აქციაზევე დააკავონ.

მსგავსი თემები