“პოლიციამ არჩევნების დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო გამოძიება” – კახა საბანაძე

“პოლიციამ არჩევნების დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. ასევე ადმინისტრაციულ საქმის წარმოება დაიწყო 16 კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეზე”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა. მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში ტვ პირველის ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება დაემატა 154-ე მუხლის პირველი ნაწილი დაემატა. „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე, ინციდენტებსა და შს სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. პოლიციამ არჩევნების დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. ასევე ადმინისტრაციულ…

მეტი...

ცესკოსთან პოლიცია იყო მობილიზებული

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გვიან ღამით პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველები ტერიტორიაზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. თამარ ჟვანიას არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება ორჯერ შეაწყვეტინეს. ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დავით კირთაძე შევიდა და თამარ ჟვანიას შედეგების წაკითხვის საშუალებას არ აძლევდა. ამის მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ცესკომ შედეგების გამოცხადება დააგვიანა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საარჩევნო კომისია შედეგების გაყალბებას ცდილობს. მას შემდეგ რაც კირთაძეს ბრიფინგი დაატოვებინეს, ცესკოს თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლა „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით გურგენიძემაც შეაწყვეტინა.

მეტი...

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 49.32%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 25.94% აქვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 49.32%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 25.94%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.77% აქვს. სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 252 უბნის მიხედვით. ხმების პროცენტული გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 49.32%; „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 25.94%; „ევროპული საქართველო“ – 3.77%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.26%; „ლელო“ – 3,16%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,1%; „გირჩი“ – 2.87%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1.34%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1.03%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

მეტი...

ცესკო თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემები მოიცავს 3 847 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 2 023 უბნის შედეგებს. 1 – მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – „ქართული ოცნება“ ბექა ოდიშარია – 47,71%, „ევროპული საქართველო“ შალვა შავგულიძე – 28,84%; 2 – ვაკის რაიონი – „ქართული ოცნება“ ნოდარ ტურძელაძე – 42,18%, „ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარია – 35,89%; 3 – საბურთალოს რაიონი – „ქართული ოცნება“ დავით სერგეენკო 44,99%, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი – 18,63%; 4 – ისნის რაიონი – „ქართული ოცნება“ კახა კახიშვილი – 47%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ხატია დეკანოიძე…

მეტი...

ნაგვის ბუნკერიდან გადაყრილი საარჩევნო ბიულეტენები ამოიღეს  

დიდ დიღომში, ამ წუთებში პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა. ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, ნაგავში გადაყრილი საარჩევნო ბიულეტენები იპოვეს. გადაყრილი ბიულეტენები ნაგვის ურნაში ოპოზიციამ დააფიქსირა და პატრული გამოიძახა. ოპოზიცია ამ უბანზე არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს. პოლიცია ამ წუთებში, მომხდართან დაკავშირებით ოქმს ადგენს საუბარია 41 ბიულეტენზე, რომელიც ნაგავში აღმოჩნდა. საუბარია 55-ე საარჩევნო უბანზე.  

მეტი...

ეგზიტპოლით, ნაძალადევში მიხეილ ყაველაშვილი ლიდერობს

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით, ipsos საფრანგეთის მიერ ჩატარებული კვლევით, ნაძალადევში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი დაწინაურდა. არსებული ეგზიტპოლით, მიხეილ ყაველაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 35% მოიპოვა, „ლეიბორისტმა“ შალვა ნათელაშვლმა კი 33%. საუბარია გამოკითხვაზე, რომელიც ოფიციალურ ციფრებს არ ასახავს. აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ ბევრ უბანზე მეორე ტური შედგება, რადგან, კანდიდატებმა 50% ვერ გადალახეს. 

მეტი...