„ვინც 200-300 ლარზე გაიყიდა, ყველა უნდა გასაჯაროვდეს“ – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა იმ წევრის გამოაშკარავებას ითხოვს, ვინც 200-300 ლარზე გაიყიდა.   

„საარჩევნო კომისიის წევრები, ჩვენი წარმომადგენლებით დაწყებული, ყველა, ვინც 200 – 300 ლარად გაყიდა საკუთარი ქვეყნის მომავალი, მათი სიები უნდა გასაჯაროვდეს და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველანი უნდა მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში! 

მანამდე კი, აუცილებლად უნდა გაიხსნას, თუნდაც რამდენიმე უბანი და თავიდან მოხდეს არჩევნების გადათვლა საჯაროდ, კამერების და მედიის თანდასწრებით. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ათიათასობით ქუჩაში გამოსულ ადამიანს. პანდემიით ისედაც გაჩერებული ქვეყანა კი, საერთოდ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. გადათვლას კი ეს პროცესი შეუძლია შეაჩეროს,“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.  

მსგავსი თემები