“პარლამენტში 9 პარტია იქნება წარმოდგენილი, რაც უპრეცედენტოა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში” – ირაკლი კობახიძე

  •  

დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მშვიდად გაგრძელდება პროცესი არჩევნების მეორე ტურამდე და შემდეგ უკვე პარლამენტის პირველ სხდომამდე,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური ლიდერების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

კობახიძის თქმით, მომავალ პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმის უპრეცედენტო ხარისხი იქნება.

“რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო შემფასებლების დასკვნებთან აცდენილია ის შეფასებები, რაც კეთდება ოპოზიციური პარტიების ლიდერების წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მშვიდად გაგრძელდება პროცესი მეორე ტურამდე და შემდეგ უკვე პარლამენტის პირველ სხდომამადე გაგრძელდება მშვიდი პროცესი, ამის საფუძველზე შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი შეკრება. როგორც მოგეხსენებათ, ყველა საერთაშორისო პარტნიორი მუდმივად აკეთებენ განცხადებებს მომავალ პარლამენტთან თანამშრომლობის შესახებ. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებული შეიძლება იყოს, რამდენადაც ახალ პარლამენტში 9 პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი, რაც უპრეცედენტოა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. ასეთი მაჩვენებელი 1992 წლის შემდეგ არ გვქონია, ძალიან მაღალი პლურალიზმის ხარისხი გვექნება”,-განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები