“ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს” – მარიამ ჯაში

„სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნების დღე წარიმართა არასამართლიან გარემოში” – ამის შესახებ, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” გენერალური მდივანი მარიამ ჯაში აცხადებს.

მისივე თქმით, არ აღიარებენ არჩევნების შედეგს.

„სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნების დღე წარიმართა არასამართლიან გარემოში. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, რადგან ის თანადგომა, რომელიც რეგისტრირებულია ცესკოს მონაცემებში სულ მცირე 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვენი მოლოდინები იყო როგორც თბილისში, ისე დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად აჭარაში“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი თემები