“უარი ვთქვათ პარლამენტში შესვლაზე და შევქნათ სამართლებრივი საფუძველი, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები” – ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და მიმართავს ოპოზიციას, უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე, რადგან ხელისუფლება იძულებული გახდეს რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

“ჩვენი შეფასებით, ეს იყო ამაზრზენი არჩევნები, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა და ამაში საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმარებოდა მმართველ პარტიას. 

ჩვენ ვნახეთ უამრავი დარღვევის ფაქტი, პირდაპირ გამოქვეყნებულია ოქმები, სადაც “ქართული ოცნების” ხმები რამდენჯერმე აღემატება უბნებზე მისული საერთო ამომრჩევლის რაოდენობას. 

ლამის 24 საათი გავიდა არჩევნების დასრულებიდან და უბნების დახურვიდან და საარჩევნო ცესკოს თბილისის შედეგების ნახევარი გამოქვეყნებული არ აქვს მაჟორიტარულ ოლებში, ვინაიდან იციან, რომ ვერცერთ ოლქში პირველი ტურები ვერ მოიგეს, ამიტომ აჯანჯლებს და ეხმარება “ქართულ ოცნებას” სასურველი შედეგის ფორმირებაში.

ჩვენ, პარტია “მოქალაქეებს” მიგვაჩნია, რომ აუცილებიალი, მივმართავთ ყველა პარტიას, ვინც ამ გაყალბებული შედეგებითაც გადალახა ბარიერი, უარი ვთქვათ პარლამენტში შესვლაზე და შევქნათ სამართლებრივი საფუძველი, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. 

ჩვენი კონსტიტუციით, თუ პირველ სხდომაზე 100 დეპუტატი არ შეიკრიბა, პარლამენტს არ ექნება უფლებამოსულება და ვერ გააგრძელებს თავის საქმიანობას,”-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები