წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა

  •  

აჭარაში ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. სამივე ოლქში უბნებიდან შემაჯამებელი ოქმების შესვლას ელოდებიან. მაგალითად, ქობულეთში დარჩენილია ორი უბანი, 67 უბნის წინასწარი მონაცემებით კი, ლიდერობს „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით, ასევე ყველაზე მეტი ხმა „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დააგროვეს.

უცნობია ბათუმისა და მაღალმთიანი აჭარის შედეგი. ბათუმში 30, მაღალმთიან აჭარაში კი 7 უბნის მონაცემებს ელოდებიან.

რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს – წინასწარი მონაცემებით 5-პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, უმრავლესობით კი „ქართული ოცნება“ შევა.

საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთდროულად ჩატარდა. 

მსგავსი თემები