,,ეს უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ აღმშენებლობას, მშენებლობას”- კახა კალაძე

ეს უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ აღმშენებლობას, მშენებლობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის წინსვლა, განვითარება, აღმშენებლობა, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს. „2017 წელს გავხდი დედაქალაქის მერი და მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება კარგად ხედავს, რამდენი რამე კეთდებოდა გაკეთდება. ყოველთვის არის მანიპულაციები, სპეკულაციები, თუნდაც იმ პროექტებთან რასაც სამშენებლო და დეველოპერული სექტორი აკეთებს, დააკვირდით, როგორი აგრესია არის. ეს უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ აღმშენებლობას, მშენებლობას. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. თუმცა, ძალიან ბევრია გონიერი…

მეტი...

,,გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება”- ბექა ვარდოსანიძე მოწმის სახით გამოიკითხება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, ბექა ვარდოსანიძე მოწმის სახით გამოიკითხება. უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა. „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია…

მეტი...

N302 მარშრუტზე 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

დღეიდან, N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ავტობუსები დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. „ჩვენ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს იმ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი. დღეს დილიდან N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასდროს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელი უბანი რა გამოწვევების წინაშე დგას.…

მეტი...

როგორც დაგპირდით, პირველი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება – კახა კალაძე

პირველი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი, – ამის შესადებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება. „დღეს 31 იანვარია, დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ პირველი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი, ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება, პარალელურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. ხვალიდან, პირველი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. ხვალიდან კიდევ ერთი განახლებული გამზირი…

მეტი...

ბექა ვარდოსანიძის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს – ზურაბ მახარაძე

ბექა ვარდოსანიძის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას ალტ-ინფოს წევრი, ზურაბ მახარაძე ავრცელებს. “ბექა ვარდოსანიძის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკას აწარმოებს”, – წერს მახარაძე სოციალურ ქსელში. შალვა აფხაიძის ქუჩაზე მდებარე სახლში იმ დროს გახორციელდა, როცა ვარდოსანიძე ოჯახის წევრებთან ერთა სახლში იმყოფებოდა. ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე გადაიყვანეს.

მეტი...

,,ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია”- გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა დიზელისა და ბენზინის ხარისხი შეამოწმა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი. ,,ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, 10 სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა. რიგ შემთხვევაში, ერთდროულად იყო დარღვეული რამდენიმე პარამეტრი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს.…

მეტი...

,,უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, ტელეფონით სარგებლობას”- ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილეს საქმე რომელიც გენდერის ნიშნით ოჯახურ ძალადობას, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემას, მუქარას, იძულებას,  სასამართლოს უპატივცემულობას შეეხებოდა და აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ,,სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული  გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. ასევე დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, აკონტროლებდა ტელეფონში მიმოწერებს, შემავალ და გამავალ ზარებს და იმ მოტივით, რომ იყო მამაკაცი, მოითხოვდა მის უსიტყვოდ მორჩილებას. ბრალდებული მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანებით და სხეულის დამახინჯებით ემუქრებოდა, თუკი ის მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინებდა. 2023…

მეტი...

ქალი მემკვიდრეობით მიღებულ 25 მილიონ ევროს ქველმოქმედებისთვის გაიღებს

31 წლის, ავსტრიელი მარლენ  ენგელჰორნი  მემკვიდრეობით მიღებულ €25 მილიონს ქველმოქმედებისთვის გაიღებს. ქალმა ქონება ბებიისგან მიიღო, რომელიც გერმანული ქიმიური და ფარმაცევტული კომპანიის, BASF-ის დამფუძნებლის, ფრიდრიხ ენგელჰორნის  მემკვიდრე იყო. “მე მემკვიდრეობით მივიღე ქონება და ძალაუფლება, ისე, რომ არაფერი გამიკეთებია ამისთვის, ამიტომ დროა, ვიმოქმედო”, – ამბობს გოგონა. მარლენს  ვენაში მოქალაქეთა ჯგუფის შექმნა სურს, რათა ერთობლივად გადაწყვიტონ, თუ რას მოხმარდება  თანხა. “პოლიტიკოსები ვერ აკეთებენ თავიანთ საქმეს, ჩვენ გვერდით კვლავ უამრავი ადამიანია, რომელთაც შრომა უბრალოდ გადასარჩენად უწევთ. ამიტომ ვეცდები, მაქსიმალურად რაციონალურად გადავანაწილო ჩემი სიმდიდრე”, – აცხადებს მარლენი.

მეტი...

,,ევროპამ ნებისმიერ ფასად უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შეუძლებელი გახადოს რუსეთის გამარჯვება”- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ვროკავშირმა უნდა დაიცვას უკრაინა მაშინაც კი, თუ აშშ შეამცირებს სამხედრო მხარდაჭერას.  მისი თქმით, ევროპამ ნებისმიერ ფასად უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შეუძლებელი გახადოს რუსეთის გამარჯვება. ,,ეს ევროპისთვის ერთგვარი გამოსაცდელი და გადამწყვეტი მომენტია. ჩვენ, რაც უნდა იყოს და როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს აშშ-მ, მზად უნდა ვიყოთ უკრაინის დასაცავად და მისი მხარდაჭერისთვის. ევროპას გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი პარტნიორი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, მაგრამ ამასთანავე უნდა დავინახოთ ფართო სურათიც. უკრაინა ევროპის კონტინენტის ნაწილია და რაც არ უნდა მოიმოქმედოს ვაშინგტონმა, ჩვენი ვალია, მივიღოთ სწორი და გაბედული გადაწყვეტილებები უკრაინისა და…

მეტი...

გასულ წელს, საქართველოდან 190 უცხოელი გააძევეს

შინაგან საქემთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ქვეყნიდან 190 უცხოელი გააძევეს. რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს. მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: აზერბაიჯანი – 41; ირანი – 32; ინდოეთი – 27; რუსეთი 13; ეგვიპტე – 9; ნიგერია – 9; თურქეთი – 8; ჩინეთი – 8; ბანგლადეში – 7; იორდანია – 6; ერაყი – 6; პაკისტანი – 5.  

მეტი...

თავდასხმა ხარკოვზე – დაშავდა სამი ადამიანი

რუსეთმა ხარკოვში საჰაერო სამოქალაქო სამიზნეებზე მიიტანა იერიში. თავდასხმის შედეგად  სამი ადამიანი დაშავდა. იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რეგიონში, სულ მცირე, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.  

მეტი...

,,ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს”- ნარკოლოგის გაფრთხილება

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე  საზოგადოებას აფრთხილებს. მისი თქმით, მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს. „არ ვიცი რით გარდაიცვალა ის ბავშვი… ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ფენტანილზე დავწერე 100-ჯერ და ახალს ვერაფერს ვიტყვი… არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს! შეცვალეთ კანონი! მომხმარებელსა და დამოკიდებულ ადამიანებს კი ნუ დასდევთ და უმწარებთ ცხოვრებას, არამედ დაეხმარეთ და იზრუნეთ მათზე. ზიანის შემცირებას მიხედეთ! ზიანი შეამცირეთ რაც ნარკოტიკს მოაქვს! ქაღალდზე კი არა – რეალობაში გააკეთეთ რამე… ინფორმაცია გაავრცელეთ ახალგაზრდებში – რა ნარკოტიკებია და რა საფრთხე ელით მათი…

მეტი...

,,გადაწყვეტილი გვაქვს, არ დავუშვათ, საავადმყოფოები გახდეს ტერორიზმის თავშესაფარი”- ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური

გადაწყვეტილი გვაქვს, არ დავუშვათ, საავადმყოფოები გახდეს ტერორიზმის თავშესაფარი, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელს არ სურს, საავადმყოფოები ბრძოლის ველად აქციოს. „ჯარისკაცები შევიდნენ ჯენინის საავადმყოფოში, სადაც ტერორისტული ჯგუფი სერიოზული თავდასხმის განხორციელებას და ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას გეგმავდა. ჩვენ არ გვინდა, საავადმყოფოები გადავაქციოთ ბრძოლის ველად, სადაც მარჯვნივ არიან პაციენტები, მარცხნივ – ექიმები და ექთნები, შუაში კი – ტერორისტები. თუმცა ჩვენ უფრო მეტად გვაქვს გადაწყვეტილი, არ დავუშვათ, საავადმყოფოები გახდეს ტერორიზმის თავშესაფარი. ადგილი, რომელიც საშუალებას აძლევს ტერორისტებს, შეინახონ იარაღი“, – აღნიშნა ჰალევმა.

მეტი...

პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც სახლებს ძარცვავდნენ

პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში სახლებს ძარცვავდნენ. მათ ბრალი  48-მდე ძარცვისთვის აქვთ წაყენებული, ზარალი კი მილიონ ზლოტზე მეტია. “დიდი სამუშაო ჩაატარეს პოზნანის პოლიციის შტაბის სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის ექსპერტებმა, რომლებმაც საგულდაგულოდ გამოიკვლიეს ძარცვის ადგილზე დაცული სხვადასხვა სახის კვალი. ამ ყველაფერმა საშუალება მისცა ეჭვმიტანილებს სულ 48 ბრალდება წაეყენებინათ. ისინი ძირითადად ეხება ძარცვას, ასევე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას კანონით მოთხოვნილი ნებართვის გარეშე, ასევე ყალბი უკრაინული დოკუმენტების გამოყენებას პასპორტებისა და მართვის მოწმობების სახით” – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. 44 , 29 და  28 წლის საქართველოს მოქალაქეებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმე – დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმეზე მსჯელობა განახლდება

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯელობა განახლდება.  საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე ბრალდებულ სამ პირს, კერძოდ კი გური ამირხანაშვილის თბილისში ჩამოყვანას ეხება. დაცვის მხარე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. ,,ორი არასრულწლოვანის მიმართ მცხეთის რაიონულ სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს უკანონო გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოსაც, ამიტომ ჩვენ მოლოდინი, რომ მცხეთის რაიონული სასამართლო რაიმე განსხვავებულს იტყვის და იტყვის რომ ამ სამის პირს, 6 პირიდან, რომლებიც ტოიოტა ქამრიში ისხდნენ, იმათგან განსხვავებით არ ჩაუდენიათ დანაშაული, ამის მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, თუმცა ჩვენ ვიღებთ მაინც მონაწილეობას ამ პროცესში,…

მეტი...

ილონ მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია ჩაატარა

ილონ მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია განახორციელა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი კარგად იმყოფება და პოსტ-ოპერაციულ პერიოდს გადის. ოპერაცია ადამიანის ტვინზე “ქირურგმა რობოტმა” ჩაატარა. კომპანია Neuralink-ს მსგავსი ოპერაციების ჩატარების ნებართვა ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 2023 წელს მისცა. „პირველმა შედეგებმა იმედის მომცემი ნეირონული აქტივობა აჩვენა”, – თქვა ილონ მასკმა. Neuralink-ის მკვლევრები პაციენტის ტვინში არსებული ჩიპის აქტივობას დააკვირდებიან და შეაფასებენ მის უსაფრთხოებას. სტარტაპის მთავარი მიზანი ისეთი პაციენტების დახმარებაა, რომლებსაც სენსო-მოტორული დარღვევები და სხეულის პარალიზება აწუხებთ.

მეტი...

,,ღაზის სექტორიდან ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ” – ნეთანიაჰუ

,,ღაზის სექტორიდან ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ,,ეს არ არის კიდევ ერთი რაუნდი, არ არის კიდევ ერთი ოპერაცია. სრული გამარჯვება – ამაზე ნაკლები არაფერი. მე ამის ერთგული ვარ, ჩვენი მებრძოლები ამის ერთგულნი არიან, ხალხის სრული უმრავლესობა ამის ერთგულია. სრულ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით. ღაზის სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ. აქედან არაფერი არ მოხდება, რა მოხდება? სრული გამარჯვება!”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. კერძოდ, 29 იანვარს ისრაელის მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისრაელმა თანხმობა განაცხადა ჩარჩოზე, რომლის თანახმადაც…

მეტი...

ავარია ბათუმში

ბათუმი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორემ სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ჯო ბაიდენის განცხადებით, მან გადაწყვიტა, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას

Bloomberg-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას. მედიის ცნობით, ბაიდენი კვლავ ირანის პასუხიმგებლობაზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ არ სურს დაპირისპირება რეგიონში ისედაც არსებული დაძაბულობის ფონზე. „მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში. ეს ის არ არის, რასაც მე ვეძებ” – განაცხადა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 3 ამერიკელი ჯარისკაცი, 34 კი დაშავდა.

მეტი...

,,ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან” – კულება

,,ვფიქრობ, რომ ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან”. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ეთანხმება თუ არა ის დასავლეთსა და უკრაინაში გაჩენილ განცხადებებს, რომლებიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს პრორუს პოლიტიკოსებად მოიხსენიებენ. ,,ეს რომ დადასტურებულიყო, რომ ორბანი და სიიარტო პრორუსულად არიან განწყობილი, დიდ პრობლემებს მოიტანდა ევროკავშირისთვისაც და უნგრეთისთვისაც, მაგრამ ვფიქრობ, ისინი პროუნგრულად არიან განწყობილნი. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ პეტერი სიიარტო ახლანდელ შეხვედრაზე არ განაცხადებდა, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს…

მეტი...

„სომხეთის ჰიმნი უნდა შეიცვალოს. შესაცვლელია გერბიც” – ალენ სიმონიანი

„სომხეთის რესპუბლიკის [ეროვნული] ჰიმნი, ადრე თუ გვიან, უნდა შეიცვალოს. ის უნდა იყოს სომხური, ჰქონდეს კავშირი ჩვენს სახელმწიფოსთან და სომხურ მუსიკასთან” – ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა. „არ ვამტკიცებ, რომ ის უნდა ჩანაცვლდეს დიდი [სომეხი კომპოზიტორის] არამ ხაჩატურიანის მუსიკით, რომელიც, ჩემი აზრით, ბრწყინვალე, უბადლო და მაქსიმალურად სომხურია, მაგრამ არსებული, უცხოეთში დაბადებული ჰიმნის შეცვლის აუცილებლობა აშკარა… ჩემი აზრით, უნდა ვიმსჯელოთ გერბის შეცვლის საკითხზეც. ყოველ შემთხვევაში, სომხეთი არ შეიძლება იყოს წყლის ქვეშ (როგორც ეს გერბზეა გამოსახული), რაც კაცობრიობის სასჯელი იყო. ლომი არ შეიძლება იყოს Facebook-ის სიმბოლოსავით (ე.წ. “ემოჯივით”), ხოლო…

მეტი...

ესტონეთში საქართველოს მოქალაქეს, XIX საუკუნის წიგნების ქურდობისთვის, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ესტონეთის ბიბლიოთეკიდან XIX საუკუნის წიგნების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქეს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ტარტუს საოლქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, ბექა ცირეკიძე დამნაშავედ 2022 წლის გაზაფხულზე ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან რვა ძვირფასი წიგნის მოპარვაში ცნო და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ესტონეთიდან დეპორტაცია მიუსაჯა. მას 158 000 ევროს მატერიალური ზიანის, ასევე 2 712 ევროს იურიდიული ხარჯების გადახდაც დაევალა. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ პროკურატურამ ცირეკიძე დაადანაშაულა იმაში, რომ ის ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ყალბი დოკუმენტებით, მკითხველად დარეგისტრირდა და 2022 წლის აპრილში, ჯერ კიდევ უცნობ ეჭვმიტანილთან ერთად, ბიბლიოთეკიდან რვა ძვირფასი წიგნი მოიპარა. მოპარულ ტომებს შორის, რომლებიც ყალბებით…

მეტი...

„უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის პოტენციალს გაზრდის” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივან, ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის: „როგორც NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი. ჩვენს არმიას აქვს ფასდაუდებელი გამოცდილება რუსული აგრესიისგან თავდაცვის საქმეში. დღეს შევხვდი ანდერს ფოგ რასმუსენს, NATO-ს გენერალურ მდივანს 2009 წლიდან 2014 წლამდე. მადლობა გადავუხადე კიევის უსაფრთხოების შეთანხმების შემუშავებაში დახმარებისთვის, რომელიც ემსახურებოდა G7 ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველს და ითვალისწინებდა უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს. ჩვენ უკვე მივაღწიეთ პირველ შედეგებს ამ გზაზე” – წერს ზელენსკი.

მეტი...

ბელგიაში ფერმერების გაფიცვა გრძელდება

ბელგიაში ფერმერების გაფიცვა გრძელდება. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს ხუთშაბათს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტამდე გააგრძელებენ. აქციის მონაწილეებმა ბრიუსელის საავტომობილო გზები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ჩახერგეს, რამაც ბელგიის დედაქალაქში სერიოზული შეფერხება გამოიწვია. ფერმერები ევროკავშირის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა პესტიციდების და სასუქების გამოყენება უნდა შეამცირონ. ასევე, 2030 წლისთვის მიწის ზედაპირის, სულ მცირე, 20% ბუნებრივ მდგომარეობას უნდა დაუბრუნონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნების შესრულება სასოფლო სამეურნეო მიწების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მეტი...

რუსებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსმა სამხედროებმა ხერსონის სოფელი ტოკარივკა დაბომბეს, შედეგად დაშავდა ადგილობრივი მცხოვრები. ცნობილია, რომ დაშავებულ 47 წლის ქალს დაზიანებები თავის, მუცლის და ფეხის არეში აღენიშნება. მას სჭირდება თითის ამპუტაციაც. ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც Ukrinform-ი იტყობინება, ოკუპანტებმა, ღამით ხერსონის ოლქში ბელოზერის თემიც დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მისი მეუღლე კი დაშავდა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

თბილისის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, 31 იანვარს საბაგირო მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათიდან განაახლებს და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 22:00 საათამდე მოემსახურება.

მეტი...

,,ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა” – ტუსკი

,,ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა”, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა, ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ევროპაში, ომის დაწყების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ვიქტორ ორბანი მარტო დარჩა ბრძოლის ველზე, ის ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ასე აშკარად ანტიუკრაინულია”, – განაცხადა ტუსკმა. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ევროპელი ლიდერების მტკიცე გადაწყვეტილებაა. ,,ჯერ არ მინახავს ისეთი მკაფიო პოზიცია და გადაწყვეტილება, როგორც ამ მომენტში ომის დროს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებაა. ეჭვგარეშეა, ვიქტორ ორბანს ძალიან სერიოზული გამოცდა ელის. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ასე თუ ისე ჩვენ ვიპოვით რაიმე გამოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად – ორბანით თუ მის გარეშე.…

მეტი...

„დიდ ცეცხლის კერას ვხედავთ ხურვალეთის მიმდებარედ“ – დავით ქაცარავა

ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში ხანძარია. ინფორმაციას „ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ამ წუთებში საკმაოდ დიდი ცეცხლის კერას ვხედავთ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში. სულ ცალ წიხლზე ჰკიდიათ ოკუპანტებს ჩვენი ბუნების წვის ამბავი – ერთი სახანძრო მანქანაც კი არ შეინიშნება ახლომახლო” – წერს დავით ქაცარავა.

მეტი...

„უნგრეთი თანახმაა უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას დათანხმდეს” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა გაიმეორა ბუდაპეშტის პოზიცია, რომ ის ღიაა უკრაინის დახმარების საკითხზე, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს. მისი თქმით, დაფინანსება უკრაინას გადაეცემა იმ პირობით, „თუ გარანტიას მოგვცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას” „ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კომპრომისული შეთავაზება: კარგი, არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო [უკრაინას] მივცეთ, რაც ძალიან დიდი თანხაა. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წელი იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ. უნგრეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდ ქვეყნის გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას. და…

მეტი...

დანია საქართველოში ევროპის საბჭოს ღონისძიებებს დააფინანსებს

დანიამ საქართველოში ევროპის საბჭოს  2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად 3 მილიონი კრონა გამოყო. ინფორმაციას საქართველოში დანიის საელჩო ავრცელებს. „მოხარულები ვართ, აღვნიშნოთ, რომ დანიამ ხელი მოაწერა ახალ, ნებაყოფლობით კონტრიბუციას, ევროპის საბჭოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად, საქართველოში. დანიის მიერ წელს გამოიყო 3 მილიონი კრონა, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დააფინანსებს. მოსალოდნელია, რომ დანიის მხრიდან ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. დანია მრავალი წელია მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მუშაობას ევროპის სამეზობლოში, მათ შორის, საქართველოში და, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას” –…

მეტი...

„წამლები, რომლებიც აწერია „იმუნიტეტის გაძლიერება“ მარკეტინგული ხრიკია“ – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მედიკამენტებთან დაკავშირებულ მარკეტინგულ ხრიკებზე საუბრობს და ამბობს, რომ იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატები რეალური არ არის. “პაციენტები ხშირად ითხოვენ, რომ დავუნიშნოთ „იმუნიტეტის გასაძლიერებელი წამლები“. რადგანაც ეს მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, ამ ტიპის „წამლებიც“ მრავლად არის წარმოდგენილი ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე, ხშირად რუსული წარმოების პრეპარატების სახით. სინამდვილეში „იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები“ (იმუნოსტიმულატორები, იმუნომოდულატორები) ძალიან მწირად გაგვაჩნია. ის წამლები, რომლებსაც მიმზიდველად აწერია, რომ აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ხშირად მარკეტინგული ხრიკია, რადგან ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარ იმუნიტეტზე ზრუნვა. ოღონდ ურჩევნიათ ეს მარტივად, წამლის დალევით მოხდეს და არა რეალურად, ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, რაც სინამდვილეში ჩვენი…

მეტი...

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 31 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6827 ლარი ეღირება, ევრო – 2.9080 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4019 ლარი. დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.6773 ლარი ღირდა, ევრო – 2.8963 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4002 ლარი.  

მეტი...

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს. მისი თქმით, კვირას 17:00 საათიდან სამშაბათს დილის 05:00 საათამდე არაფერს ჭამს. „ეს ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში, დანარჩენ დღეებში ტკბილეულის მიღება თამამად შემიძლია“, – აცხადებს სუნაკი. ამასთან, სუნაკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის კოკა-კოლაზე იყო დამოკიდებული და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად მექსიკური კოკა-კოლა მოსწონს, რადგან ის ლერწმის შაქრით მზადდება.  

მეტი...

,,მშვიდობას აქვს სახელი და მას დონალდ ტრამპი ჰქვია”- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მშვიდობას აქვს სახელი და მას დონალდ ტრამპი ჰქვია. მისი თქმით, დონალდ ტრამპი საერთაშორისო არენაზე ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსია. „დღეს მე ვერ ვხედავ სხვა ლიდერს ევროპაში ან ამერიკაში, რომელიც საკმარისად ძლიერია ომის შესაჩერებლად. მშვიდობას აქვს სახელი და მას დონალდ ტრამპი ჰქვია“, –  განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მეტი...

ინახავდა პისტოლეტებს, ასევე 17  ცალ საბრძოლო ვაზნას – ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურამ, ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ  გ. ბ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  ინახავდა ,,მაკაროვი”-ს სისტემის და ,,ბერეტა ბრევ.950’’ მოდელის  პისტოლეტებს, ასევე 17  ცალ საბრძოლო ვაზნას. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა 25 იანვარს,  ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანიდან იქნა ამოღებული. სამართალდამცველებმა  გ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო…

მეტი...

,,არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს”- ჯოზეფ ბორელი

არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, თუ პუტინის სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, ეს გაამხნევებს რუსეთს და სხვა ავტოკრატიებს, განახორციელონ თავიანთი იმპერიალისტური მიზნები. „ნამდვილად არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მან გაიმარჯვოს. ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დგას. თუ პუტინის სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, ეს გაამხნევებს რუსეთს და სხვა ავტოკრატიებს, განახორციელონ თავიანთი იმპერიალისტური მიზნები. ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან ისეთი მსოფლიოს შექმნა, სადაც ძლიერი ქვეყნები ცვლიან საზღვრებს ისე, როგორც მათ სურთ და სუსტებს ძლიერები ჩაგრავენ. რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის გამარჯვება…

მეტი...