,,ეს უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ აღმშენებლობას, მშენებლობას”- კახა კალაძე

ეს უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ აღმშენებლობას, მშენებლობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის წინსვლა, განვითარება, აღმშენებლობა, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს.

„2017 წელს გავხდი დედაქალაქის მერი და მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება კარგად ხედავს, რამდენი რამე კეთდებოდა გაკეთდება. ყოველთვის არის მანიპულაციები, სპეკულაციები, თუნდაც იმ პროექტებთან რასაც სამშენებლო და დეველოპერული სექტორი აკეთებს, დააკვირდით, როგორი აგრესია არის. ეს უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ აღმშენებლობას, მშენებლობას. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. თუმცა, ძალიან ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის წინსვლა, განვითარება, აღმშენებლობა, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები