ქალი მემკვიდრეობით მიღებულ 25 მილიონ ევროს ქველმოქმედებისთვის გაიღებს

31 წლის, ავსტრიელი მარლენ  ენგელჰორნი  მემკვიდრეობით მიღებულ €25 მილიონს ქველმოქმედებისთვის გაიღებს. ქალმა ქონება ბებიისგან მიიღო, რომელიც გერმანული ქიმიური და ფარმაცევტული კომპანიის, BASF-ის დამფუძნებლის, ფრიდრიხ ენგელჰორნის  მემკვიდრე იყო.

“მე მემკვიდრეობით მივიღე ქონება და ძალაუფლება, ისე, რომ არაფერი გამიკეთებია ამისთვის, ამიტომ დროა, ვიმოქმედო”, – ამბობს გოგონა.

მარლენს  ვენაში მოქალაქეთა ჯგუფის შექმნა სურს, რათა ერთობლივად გადაწყვიტონ, თუ რას მოხმარდება  თანხა.

“პოლიტიკოსები ვერ აკეთებენ თავიანთ საქმეს, ჩვენ გვერდით კვლავ უამრავი ადამიანია, რომელთაც შრომა უბრალოდ გადასარჩენად უწევთ. ამიტომ ვეცდები, მაქსიმალურად რაციონალურად გადავანაწილო ჩემი სიმდიდრე”, – აცხადებს მარლენი.

მსგავსი თემები