ესტონეთში საქართველოს მოქალაქეს, XIX საუკუნის წიგნების ქურდობისთვის, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ესტონეთის ბიბლიოთეკიდან XIX საუკუნის წიგნების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქეს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ტარტუს საოლქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, ბექა ცირეკიძე დამნაშავედ 2022 წლის გაზაფხულზე ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან რვა ძვირფასი წიგნის მოპარვაში ცნო და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ესტონეთიდან დეპორტაცია მიუსაჯა. მას 158 000 ევროს მატერიალური ზიანის, ასევე 2 712 ევროს იურიდიული ხარჯების გადახდაც დაევალა.

საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ პროკურატურამ ცირეკიძე დაადანაშაულა იმაში, რომ ის ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ყალბი დოკუმენტებით, მკითხველად დარეგისტრირდა და 2022 წლის აპრილში, ჯერ კიდევ უცნობ ეჭვმიტანილთან ერთად, ბიბლიოთეკიდან რვა ძვირფასი წიგნი მოიპარა.

მოპარულ ტომებს შორის, რომლებიც ყალბებით შეიცვალა, იყო რუსი მწერლების ალექსანდრე პუშკინისა და ნიკოლაი გოგოლის ნაწარმოებების ორიგინალები, რომლებიც მე-19 საუკუნით თარიღდება.

მსგავსი თემები