გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცლებს. სარდალაშვილი ჩემპიონი – 60 კგ წონით კატეგორიაში გახდა.

„გიორგი სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია, ის ტიტულს 20 წლის ასაკში დაეუფლა”, – აღნიშნულია ფედერაციის ინფორმაციაში.

სარდალაშვილის გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა უკვე ზედიზედ მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი.

 

მსგავსი თემები