,,არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს”- ჯოზეფ ბორელი

არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ პუტინის სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, ეს გაამხნევებს რუსეთს და სხვა ავტოკრატიებს, განახორციელონ თავიანთი იმპერიალისტური მიზნები.

„ნამდვილად არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მან გაიმარჯვოს. ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დგას. თუ პუტინის სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, ეს გაამხნევებს რუსეთს და სხვა ავტოკრატიებს, განახორციელონ თავიანთი იმპერიალისტური მიზნები. ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან ისეთი მსოფლიოს შექმნა, სადაც ძლიერი ქვეყნები ცვლიან საზღვრებს ისე, როგორც მათ სურთ და სუსტებს ძლიერები ჩაგრავენ. რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის გამარჯვება ევროპის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა. რუსეთი შეამცირებს ზეწოლას თავის მეზობლებზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უკრაინის გზას უფრო მსუბუქს გახდის და საშუალებას მისცემს ევროპასა და მსოფლიოს თავიანთი ყურადღება სხვა გამოწვევებზე მიაპყრონ. ჩვენი დახმარებით, უკრაინას შეუძლია რუსეთის იმპერიული ამბიციები ისტორიის ნაგავსაყრელზე გაგზავნოს. ეს არის ის, რაც უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენს ქმედებებსა და აზრებს“, – აცხადებს ბორელი.

მსგავსი თემები