გიორგი შაქარაშვილის საქმე – დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმეზე მსჯელობა განახლდება

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯელობა განახლდება.  საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე ბრალდებულ სამ პირს, კერძოდ კი გური ამირხანაშვილის თბილისში ჩამოყვანას ეხება.

დაცვის მხარე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

,,ორი არასრულწლოვანის მიმართ მცხეთის რაიონულ სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს უკანონო გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოსაც, ამიტომ ჩვენ მოლოდინი, რომ მცხეთის რაიონული სასამართლო რაიმე განსხვავებულს იტყვის და იტყვის რომ ამ სამის პირს, 6 პირიდან, რომლებიც ტოიოტა ქამრიში ისხდნენ, იმათგან განსხვავებით არ ჩაუდენიათ დანაშაული, ამის მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, თუმცა ჩვენ ვიღებთ მაინც მონაწილეობას ამ პროცესში, მივყვებით ამ სამართლებრივ გზას, გავივლით საქართველოში შიდა ეროვნულ ყველა ინსტანციას”, – აცხადებს ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი.

მსგავსი თემები