ბელგიაში ფერმერების გაფიცვა გრძელდება

ბელგიაში ფერმერების გაფიცვა გრძელდება. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს ხუთშაბათს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტამდე გააგრძელებენ.

აქციის მონაწილეებმა ბრიუსელის საავტომობილო გზები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ჩახერგეს, რამაც ბელგიის დედაქალაქში სერიოზული შეფერხება გამოიწვია.

ფერმერები ევროკავშირის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა პესტიციდების და სასუქების გამოყენება უნდა შეამცირონ. ასევე, 2030 წლისთვის მიწის ზედაპირის, სულ მცირე, 20% ბუნებრივ მდგომარეობას უნდა დაუბრუნონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნების შესრულება სასოფლო სამეურნეო მიწების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მსგავსი თემები