,,ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან” – კულება

,,ვფიქრობ, რომ ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან”. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ეთანხმება თუ არა ის დასავლეთსა და უკრაინაში გაჩენილ განცხადებებს, რომლებიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს პრორუს პოლიტიკოსებად მოიხსენიებენ.

,,ეს რომ დადასტურებულიყო, რომ ორბანი და სიიარტო პრორუსულად არიან განწყობილი, დიდ პრობლემებს მოიტანდა ევროკავშირისთვისაც და უნგრეთისთვისაც, მაგრამ ვფიქრობ, ისინი პროუნგრულად არიან განწყობილნი. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ პეტერი სიიარტო ახლანდელ შეხვედრაზე არ განაცხადებდა, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს”, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები